შპს “კონტრასტი” 1990 წლიდან დაკავებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობით. 1996 წლიდან კომპანიის საქმიანობის მთავარი მიმართულება სამედიცინო ტექნიკით ვაჭრობა და კერძოდ დიაბეტით ავადმყოფებისთვის ახალი სამედიცინო ტექნიკით მომარაგება გახდა.
ჩვენთან შეიძენთ თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის ტექნიკას საბითუმო ფასებში, გარანტიით. დაგეხმარებით, აგიხსნით და გასწავლით ტექნიკის გამოყენებას .
კომპანია გამოირჩევა თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომით.