
_1732787054.jpg)
ფაგო-სტაფ ბაქტერიოფაგი
შემადგენლობა:
ფაგო-სტაფ ბაქტერიოფაგი წარმოადგენს Staphylococcus aureus ბაქტერიების მიმართ აქტიურ, ქრომატოგრაფიულად გაწმენდილ ფაგურ ლიზატს.
არააქტიური ნივთიერებების სახით: ფიზიოლოგიური ხსნარი, ხოლო კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
აღწერა:
უფერო, ოდნავ მოყვითალო სითხე.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იწვევს Staphylococcus aureus ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს.
გამოყენების რეკომენდაციები:
ფაგო-სტაფ ბაქტერიოფაგი წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას. მისი გამოიყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. განკუთვნილია ბაქტერიოფაგის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკური ეტიოლოგიის ინფექციების დროს გამოყენებისათვის.
• ზედა სასუნთქი გზების, ცხვირის, ხახის, ფილტვების, ყურის (ფარინგიტი, ანგინა, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პლევრიტი, პნევმონია, შუა ყურის ანთება) ინფექციური დაავადებები;
• ქირურგიული ინფექციები (ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობები, აბსცესები, ფლეგმონები, ფურუნკულები, კარბუნკულები, პარაპროქტიტი, მასტიტი, ბურსიტი, ოსტეომოელიტი, პანარიციუმი);
• უროგენიტალური ინფექციები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლპიტი, ენდომეტრიტი);
• ენტერალური ინფექციები (გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი);
• ახალშობილთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები (ომფალიტი, პიოდერმია, კონიუქტივიტი, გასტროენტროკოლიტი და სხვა);
• სტაფილოკოკებით გამოწვეული სხვა დაავადებები.
მიღების წესები და დოზირება:
ფაგო-სტაფ ბაქტერიოფაგი გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ოპერაციის შემდგომი და ინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე საავადმყოფოსშიდა სტაფილოკოკური ინფექციის დადასტურებული ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელის შემთხვევაში. საშუალების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, მათ შორის დასალევად, ჭრილობების დასამუშავებლად დრენირებისა და აპლიკაციის სახით, რექტალურად, ყელ-ყურ-ცხვირის, ასევე შარდ-სასქესო ორგანოების ღრუებში შესაყვანად.
რეკომენდირებული დოზები და მიღების წესი:
ასაკი |
Per os (მლ) |
Per rectum (მლ) გამწმენდი ოყნის შემდეგ |
6 თვემდე |
5 |
5 - 10 |
6 თვიდან 1 წლამდე |
10 |
10 - 20 |
1 წლიდან 3 წლამდე |
15 |
20 - 30 |
3 წლიდან 8 წლამდე |
15 – 20 |
30 - 40 |
8 წლის ზევით და ზრდასრულები |
20 - 30 |
40 - 50 |
Per os ფაგო-სტაფ ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომედირებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება.
ინფექციური აბსცესის დროს, ბაქტერიოფაგი პუნქციის მეშვეობით შეჰყავთ აბსცესის ღრუში ჩირქის წინასწარი ევაკუაციის შემდგომ; ფილტვის აბსცესის შემთხვევაში, ტრანსტორაკალური პუნქციის და ტრაქეობრონქიალური ხის კათეტერიზაციის მეშვეობით; პლევრის ემფიზემის შემთხვევაში ღრუს სანაციის შემდგომ ფაგო-სტაფის შეჰყავთ პუნქციის და დრენაჟის მეშვეობით.
აბსცესის შემთხვევაში ფაგო-სტაფის გამოყენებული მოცულობა უნდა იყოს ევაკუირებული ჩირქის მოცულობაზე ოდნავ ნაკლები.
ტრაქეობრონქიალური ხის კათეტერიზაციის დროს ფაგო-სტაფის ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-20 მლ-ს. პლევრის ემფიზემის შემთხვევაში - ერთჯერადი დოზაა 10 მლ-დან 50 მლ-მდე.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში ფაგო-სტაფი არ გამოიყენოთ!!! არ შეინახოთ ფლაკონის გახსნის შემდეგ!!!
ჭარბი დოზირება, უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენები:
ფაგო-სტაფ ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა. ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
ფაგო-სტაფ ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფაგო-სტაფის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. ფაგო-სტაფ ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:
ორსულობა და ლაქტაცია:
ბაქტერიოფაგების გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
ხანდაზმულები:
ბაქტერიოფაგები ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
ბაქტერიოფაგების გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
ფაგო-სტაფი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა:
ფაგო-სტაფ ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C - +8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 24 თვე.
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში
ფაგო-სტაფი წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას და არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
მწარმოებელი:
შპს “ელიავა ბიოპრეპარატები”
გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160, საქართველო ტელეფონი: +995(32) 2370702;
ელ-ფოსტა: info@phage.ge